გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მამუკა მდინარაძე შს მინისტრად შესაძლო დანიშვნის თაობაზე: მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება

15-04-2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ შინაგან საქმეთა მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის თაობაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება.


„ჭორებს ნუ აჰყვებით, ძალიან გთხოვთ. არსებობს ასეთი ტელევიზია „ფორმულა“, რომელიც არის, ერთ-ერთი ყველაზე, ჭორიკანა ტელევიზია და მეც გამიგია ეს ჭორები და „ფორმულამ“ ეს ჭორი, კიდევ უფრო, განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.