გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დავით სონღულაშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა

16-04-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოსთვის გარემოსდაცვითი და აგრარული დარგის განვითარების პრიორიტეტულობის საკითხი და ელჩს აღნიშნული მიმართულებებით ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების და გატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანას შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები მნიშვნელოვანი ფაქტორია სლოვაკეთის მხრიდან აგრარულ დარგში ინვესტიციების განსახორციელებლად.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო წყლის რესურსების, ნარჩენების ეფექტიანი მართვის, ირიგაციის და გადამმუშავებელი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მხარეს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის.


მატუშ ბუშოვსკის განცხადებით,  ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, რაც მომავალში კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.


სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.