გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტმა“ ბიზნესი გააფართოვა

16-04-2025

კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, გაფართოვდა.

 

თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას უპასუხა და ახალი მანქანა-დანადგარები შეიძინა, რომლებიც კერამიკული ფილების დამუშავებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ინვესტიცია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტს“ წარმოების გაზრდისა და ბიზნესის განვითარების საშუალებას მისცემს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  

 

„ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“ უკვე მრავალი წელია ოპერირირებს არამხოლოდ ქართულ, არამედ რეგიონულ ბაზარზე. კომპანია იტალიური პრემიუმ ბრენდის Laminam-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც თავის მხრივ აწარმოებს დიდი ფორმატის კერამიკულ ზედაპირებს.  კომპანია  უზრუნველყოფს შენობის როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის მოპირკეთებას, კერძოდ, ინტერიერში სამზარეულოს ზედაპირების, ნიჟარების დაფების, ბუხრის  და სხვა ზედაპირების მოწყობას.

 

თიბისის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერს, სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი  შეაქვს  და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაზრის ძირითადი წილი - 40%-მდე -  უკავია. ბანკი აქტიურად აგრძელებს სექტორის მხარდაჭერასა  და გაძლიერებას.