გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შავი ზღვის 3 ქვეყნის თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

16-04-2025

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას და წილკნის საცდელ სადემონსტრაციო-ბაზებზე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბულგარეთის, თურქეთისა და რუმინეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციების წარმომადგენლები.


ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა სტუმრებმა ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორია და ნიადაგის კვლევის ლაბორატორია დაათვალიერეს, მოინახულეს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა.


პროექტის მონაწილეებმა ადგილზე მოისმინეს ინფორმაცია და გაიცნეს ის პრაქტიკები, რომლებიც საქართველოში ვაზის საკოლექციო ნარგაობის, ძველი ბოსტნეულის ჯიშებისა და ტრადიციული ლანდშაფტების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას ემსახურება.


სასწავლო ტური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „აგროთესლების მცველები ბიომრავალფეროვნების, აგრობიომრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისებისა და კლიმატის ადაპტაციისთვის - „SEEDGUARD” ფარგლებში მოეწყო.