გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლონდონის საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ

17-04-2025

საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში საერთაშორისო კონგრესში MCE Congress მიიღო მონაწილეობა.


საკონვენციო ბიურომ, Central and Easter Europe-ის ღონისძიებაზე, საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა. კონგრესის ფარგლებში, შეხვედრები შედგა დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვანი დანიშნულების მართვის ორგანიზაციების, სასტუმროების, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიუროების, ტურიზმის საბჭოების, ავიაკომპანიებისა და შეხვედრების ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში მსხვილი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობებითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით.


საერთაშორისო კონგრესზე 80-მეტი კომპანია იყო წარმომადგენელი.  MCE Congress-ს 250-ზე მეტი საქმიანი ტურიზმის წარმომადგენელი ესწრებოდა.