გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2,6 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

17-04-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურიაში სადრენაჟე სისტემებს  აწესრიგებს.  


ღონისძიებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამშრობ ქსელზე მიმდინარეობს.


სოფელ გორაბერეჟეულში,  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან,  2,6  კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები  იწმინდება. 


ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს. 


სადრენაჟე არხების გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მაისში დაასრულებს.