გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა - სტეფანწმინდაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს

22-04-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პ.ქ. ხოლო, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ.-ს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1979 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ხ. კლინიკაში გადაყვანის შემდგომ გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.


ამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ნ.ქ., რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.