გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თიბისის მობაილბანკის კიდევ ერთი ეკომეგობრული კამპანია

22-04-2025

22 აპრილს - დედამიწის დღეს კომპანიები, გარემოზე ზრუნვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ინიციატივითა და კამპანიით აღნიშნავენ. 

საერთაშორისო ტენდენციის შესაბამისად, წლებია თიბისიც არაერთი ეკომეგობრული პროექტის ავტორი და მხარდამჭერია.   


გადამუშავებული სარეკლამო ბანერებით შექმნილი ლეპტოპის ჩანთებისა და ზურგჩანთების შემდეგ, ამჯერად, თიბისისა და „ტენეს“ პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის ფილიალებში 4500 კგ საიზოლაციო რეზინი, 2250 კგ ბოთლის თავსახური და 2,3 კგ მეორადი კაბელი შეგროვდა, გადამუშავდა და მობილურის ეკომეგობრული საკიდები დამზადდა.  


საკიდი - დაზიანებული USB კაბელებისგან, ტელეფონის ქეისში ჩასადები ფირფიტა -  მეორადი TPU მასალისგან, საკიდის გასაფორმებელი აქსესუარები კი ეკოლოგიურად სუფთა PLA პლასტმასისგან დამზადდა, რომელიც ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში, მარტივად ბიოდეგრადირდება.  


თიბისი, როგორც პასუხისმგებლიანი ESG (გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის) პოლიტიკის კომპანია, აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს - რამდენად დიდი და პოზიტიური  გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოსა და მდგრად განვითარებაზე.  

#ერთადგავიმარჯვებთ დედამიწისთვის.