გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გოგა ხაინდრავა: ყველას წინაშე ვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს და ვამბობ, რომ ის სსრკ-ის სახელოვნებო კომიტეტებს დამსმენად დაჰყვებოდა

17-11-2018

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებელი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარსული გაახსენა. როგორც მან განაცხადა, ის სსრკ-ის სახელოვნებო კომიტეტებს დამსმენად დაჰყვებოდა.


“სახარებაზე ხელს დავდებ და გეტყვით, რომ რაც თქვენ “ჰეროკრატიაში” იხილეთ, იმის ნახევარიც არ არის, რასაც ჩადიოდნენ ის მანქურთები. ახლა რასაც ვამბობ, ნებისმიერ, ნებისმიერ ეთერში მთელი საქართველოს წინაშე ვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს და ვამბობ, რომ ის იყო დამსმენი, რომელიც დაჰყვებოდა სსრკ-ის სახელოვნებო კომიტეტებს დამსმენად. აქ ჭაღარა ხალხი სხედხართ და გემახსოვრებათ ის დრო. მერე უშიშროების კომიტეტს ანგარიშს აბარებდა. მე მინდა მივმართო “ევროპულ საქართველოს”: ეს არის საბჭოთა საქართველო და დამსმენი მოგყავთ ხელისუფლებაში? არ გრცხვენიათ ?”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.