გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თიბისის ბიზნესმომხმარებლად დარეგისტრირება უკვე ბიზნესმობაილბანკით, 90 წამშია შესაძლებელი

23-04-2025

თიბისის ბიზნესმომხმარებლად რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა.


დღეიდან, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები ციფრულად, 90 წამში გახდნენ და ამისათვის ფილიალში მისვლა და დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარ არის.


ბიზნესები ციფრულად შეძლებენ გადმოწერონ ბიზნეს მობაილბანკი, გაიარონ რეგისტრაცია პირადობის მოწმობის გარეშე, გახსნან ანგარიში და მიიღონ მათი ბიზნესისთვის საჭირო ყველა ფინანსური მომსახურება ისე, რომ  დამატებით ფილიალში ვიზიტი არ დასჭირდეთ.


ამასთანავე, თიბისის და ვიზას ერთობლივი ინიციატივით, ბიზნესები, რომლებიც ციფრულად დარეგისტრირდებიან თიბისის ბიზნეს მობაილბანკში, 1 წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ ვიზას სტარტაპ ნაკრებით.


ბიზნეს მობაილბანკის გადმოწერა შესაძლებელია ბმულზე: https://link.tbc.ge/BMB-FX1