გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

23-04-2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე გალდავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ტიმურ სულეიმენოვს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 


მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხაზი გაესვა შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების განვითარების მნიშვნელობას.


მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემუშავებული 2025-2026 წლების ორმხრივი თანამშრომლობის საგზაო რუკა მიმოიხილეს, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემების, ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების რეგულირების, საგადამხდელო ბალანსის, მონეტარული და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, კაპიტალი ბაზრების დაახლოების, ბანკნოტების გამოშვების, რისკების მართვისა და სხვა საკითხებში.


თავის მხრივ, ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ტიმურ სულეიმენოვმა, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უფრო პროდუქტიული და ეფექტური პარტნიორობის მზადყოფნა გამოთქვა.