გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

23-04-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებული ელჩების დელეგაციას შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და სატრანზიტო როლი, ასევე − რეგიონული თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გლობალური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე როგორც კონფლიქტების მოგვარების, ისე საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.


საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ და გაეროსთან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.


ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს.