გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მებაჟე ოფიცრებმა სარფში 1 581 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

24-04-2025

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 1 581 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების (Pregabalin) შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.


საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მალულად განთავსებული, სამ შეკვრად დაფასოებული აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს.


გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.