გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისის და გიორგი მამარდაშვილის სტრატეგიული პარტნირობა იწყება

24-04-2025

ქართული და ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავის - გიორგი მამარდაშვილის შთამაგონებელ ისტორიას თავდაუზოგავ შრომაზე, მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე, თიბისი ადამიანებთან კიდევ უფრო ახლოს მიიტანს, რათა ეს ისტორია მოტივაციის წყაროდ იქცეს ახალი თაობისთვის და არამხოლოდ. 


საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბანკსა და სპორტსმენს შორის მსგავსი ტიპის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა. მიზანი ცხადია და გვჯერა, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოცდილება როგორც თიბისისთვის, ისე - მამარდასთვის.  


თიბისი x მამარდა - კოლაბორაცია ორივე მხარის ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენთვის პრიორიტეტია ახალი თაობის მხარდაჭერა, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, წარმატებების ისტორიების გაზიარება და რწმენა, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია.  


გიორგი მამარდაშვილის ევროპულ კარიერაში, სულ მალე, ახალი ეტაპი ლივერპულში დაიწყება; ახალი მიზნების მიღწევისთვის ბრძოლის ახალი საფეხური, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან ერთად, ლეგენდარულ „ენფილდზე”, სადაც არაერთ ფეხბურთელს კარიერის მწვერვალისთვის მიუღწევია. კლუბი, რომელიც თავის თავში აერთიანებს გუნდურობას, მიზანსწრაფულობას, მოუსვენრობასა და გაბედულებას. იქ, სადაც ნებისმიერი წინააღმდეგობის დასაძლევად მზად ხარ.   


გულწრფელად გვიხარია, რომ კარიერის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, თიბისი მამარდას მხარდამჭერი და პარტნიორი იქნება.  

გვინდა, რომ ადამიანებს გავუზიაროთ წარმატების შთამაგონებელი ისტორიები, ვაჩვენოთ გზები და ვიყოთ მათი გზამკვლევი, გავუმყაროთ რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს.