გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბოლო 9 თვეში საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის 15 000 ტონით გაიზარდა

24-04-2025

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოდან 17.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 15.0 ათასი ტონით (7.6-ჯერ), ხოლო ექსპორტის ღირებულება 9.4 მლნ აშშ დოლარით (7.4-ჯერ) გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასმა კილოგრამზე 0.63 აშშ დოლარი შეადგინა.


ვაშლის ექსპორტი ძირითადად რუსეთში (17 095 ტონა), ყაზახეთში (60 ტონა), ბელარუსში (39 ტონა), თურქეთსა (21 ტონა) და სომხეთში (11 ტონა) განხორციელდა.