გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: საქართველოში უახლოეს პერიოდში სსფ-ს მისია ჩამოვა და გვექნება უფრო საგნობრივი დისკუსია შემდგომი თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე

24-04-2025

„აშშ-ში, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შევხვდით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.


ასევე ვისაუბრეთ შემდგომ მისიაზე, რომელიც საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩამოვა და გვექნება უფრო საგნობრივი დისკუსია შემდგომი თანამშრომლობის ძირითადი საკითხების შესახებ", - განაცხადა ნათია თურნავამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორ მარნიქს ვან რეისთან შეხვედრის შემდეგ.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.


სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერუნ კლიკის განცხადებით, მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს მისიის ფარგლებში.