გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგამოძიებო სამსახურის უფროსს - ირაკლი ბერაიას ახალი მოადგილეები ჰყავს

25-04-2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ირაკლი ბერაიას, მოადგილეებად იოსებ ვარძელაშვილი და გიორგი გელაშვილი დაინიშნენ.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მოადგილეები უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ირაკლი ბერაიამ, ყოფილ მოადგილეებს, ვახტანგ ფარესიშვილსა და მირიან მჭედლიშვილს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალმა მოადგილეებმა, იოსებ ვარძელაშვილმა და გიორგი გელაშვილმა, უწყების თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის ხედვები გააცნეს.


იოსებ ვარძელაშვილს, ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა ეკავა. იგი საქმიანობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელ პოზიციებზე. იოსებ ვარძელაშვილი არის სამართლის დოქტორი, პროფესორი და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.


გიორგი გელაშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, მუშაობდა საქართველოს სპორტის სამინისტროში. მას წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები, როგორც სამართალდამცავ უწყებებში, ასევე კერძო სექტორში. იგი მრავალი წლის მანძილზე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.