გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გოგა ხაინდრავა: თქვენ მომსწრენი ხართ, საფრანგეთში დაბადებული და აშშ-ში გაზრდილები როგორ ლაპარაკობენ ქართულად

17-11-2018

“სალომე ზურაბიშვილის მამამ გულით ატარა თავის ქართველობა, თავის შვილებს ასწავლა ქართული, თავისი შვილები გაზარდა ქართულად” , – ამის შესახებ რეჟისორმა გოგი ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე – “ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას” განაცხადა.


მისივე თქმით, საზღვარგარეთ დაბადებული და გაზრდილი ადამიანები ძალიან დიდ, ქართულ სითბოს ატარებენ.


“სალომეს მამამ არ დათმო ქართული პასპორტი, არ აიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, იმიტომ, რომ საფრანგეთის პასპორტში ეროვნება წერია ფრანგი. მან გულით ატარა თავის ქართველობა, თავის შვილებს ასწავლა ქართული, თავისი შვილები გაზარდა ქართულად და თავისი შვილიშვილებიც. თქვენ ყველანი მომსწრე იყავით, საფრანგეთში დაბადებული და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზრდილები როგორ ლაპარაკობენ ქართულად, რა სითბოს ატარებენ, ქართულს” , – აღნიშნა ხაინდრავამ.