გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გოგა ხაინდრავა: ღირსების გულისთვის სხედხართ თქვენ აქ და ღირსების გულისთვის ჩამოვედით ჩვენ აქ

17-11-2018

“ამ ოცდახუთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, როდესაც ყალიბდებოდა დამოუკიდებელი საქართველო, ყოველთვის ღირსების გულისთვის ვიკრიბებოდით”, – ასე მიმართა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე – “ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას” შეკრებილ საზოგადოებას.


“ღირსების გულისთვის სხედხართ თქვენ აქ და ღირსების გულისთვის ჩამოვედით ჩვენ აქ. ეს არ არის პოლიტიკური მოძრაობა, ეს არის მოძრაობა ღირსებისთვის, მოძრაობა თავისუფლებისთვის. ყველაზე დიდი, რაც ღმერთმა მისცა ადამიანს, ეს არის არჩევანი და ღირსება. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ ჩვენ ამას. ეს არ არის არც პირველი, არც მეხუთე, არც მეათე შეხვედრა ჩვენი და ყველა შემთხვევაში, იმ ავბედით წლებში, მთელი ამ ოცდახუთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, როდესაც ყალიბდებოდა დამოუკიდებელი საქართველო, ყოველთვის ღირსების გულისთვის ვიკრიბებოდით ჩვენ და დღესაც ამიტომ ვდგავართ აქ”, – აღნიშნა რეჟისორმა.