გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მმიმდინარეობს

29-04-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივს   აწესრიგებს.


ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტში, სოფელ შუხუთის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 2,8 კილომეტრამდე სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.


სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.


დამშრობ მასივზე სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.


აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია    2175  ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები 14 470 ჰექტარ მიწის  ფართობზე განხორციელდა.