გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიწის მართვის სფეროში საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა დაიწყო

30-04-2025

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო სამეცნიერო-საპროექტო ინსტიტუტს (Uzdavyerloyiha) შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


დოკუმენტი მიზნად ისახავს მიწათმოწყობის, გეოდეზიის, გეოინფორმაციული ტექნოლოგიების, სამეცნიერო საქმიანობისა და მიწის კადასტრული შეფასების სფეროში თანამშრომლობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებსა და კვლევებს, ჩაატარებენ კონფერენციებსა და სემინარებს, გაცვლიან შესაბამის ინფორმაციას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის გაძლიერებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას.


„მემორანდუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას და ინოვაციური მიდგომების დანერგვას მიწათსარგებლობის სფეროში“, – აღნიშნა ხელმოწერის ცერემონიაზე სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.


თავის მხრივ, სამეცნიერო-საპროექტო ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა რუჰიდინ ტურაევმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის აუცილებლობას თანამედროვე მიწათსარგებლობისა და გეოინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისთვის.


მემორანდუმს ხელი მოეწერა ქალაქ ტაშკენტში, უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (Uzgiprozem) გამართულ შეხვედრაზე, სადაც მხარეებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მონიტორინგისა და მართვის, საძოვრებზე გეობოტანიკური კვლევების ჩატარების, მიწის ნორმატიული ღირებულების განსაზღვრის, დისტანციური ზონდირების და სხვა საკითხები განიხილეს.