გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

7 მაისს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

30-04-2025

7 მაისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, „ქართული ოცნება“ ავრცელებს. 


„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.  საბჭოს წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული, ორი საკითხი განიხილეს.


დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე, ასევე, დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.