გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ჩიქოვანი: წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი

30-04-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრი მიესალმა და იუბილე მიულოცა რეკრუტებს, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიულ დღეს ქვეყნისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადეს და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეუერთდნენ.


„მყარ ფუნდამენტზე იზრდება, ძლიერდება და ვითარდება ქართული ჯარი, ახალგაზრდა თაობა კი ჩვენი ჯარის იმედია. წვევამდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე“, - განაცხადა მინისტრმა.


მან იმედი გამოთქვა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და თავდაცვის ძალები ასეთი წარმატებული რეფორმებით გააგრძელებს განვითარებას.