გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნეს

2-05-2025

ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.


ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრებ დაზარალებულს 2024 წლის 20 აგვისტოს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.


ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.


ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.