გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აპრილში უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

6-05-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, გასული თვის მანძილზე, სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.


შსს-ს ინფორმაციით, საქართველოდან გაძევებულ იქნა - ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი-ლანკას, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყაზახეთის - ჯამში 96 მოქალაქე.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.