გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა

7-05-2025

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა.


განკარგულებით თანახმად, კომისიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს. სამთავრობო კომისიის წევრები იქნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ თბილისის ვიცე-მერს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს. 


ღონისძიების მომზადების, მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვისა და განხორციელების, მათ შორის, შესაბამისი დაფინანსების განაწილებისა და მიზნობრიობის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, შექმნას ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფი.
კომისიის სამდივნოს ფუნქციას საქართველოს სპორტის სამინისტრო განახორციელებს.


განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.