გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავამ უნგრეთის ლიდერ ქალთა ორგანიზაციის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

8-05-2025

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ უნგრეთის ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრებთან გამართა შეხვედრა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნათია თურნავამ საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.


შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.


შეხვედრაზე ნათია თურნავამ ვიზიტორებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებული მდგომარეობა და ზრდის ძირითადი მიმართულებები. მისივე თქმით, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საქართველოს მიმართ ინვესტორთა მაღალ ინტერესს განაპირობებს.


უნგრეთის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის ენერგეტიკის, დეველოპერული სფეროს, აუდიტორული კომპანიების და ბიზნეს-საკონსულტაციო სერვისების მიმართულებით.


თავის მხრივ, უნგრულმა მხარემ საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის წარმოების ინტერესი და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.