გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სონღულაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა

8-05-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის მთავრობას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობას.


მინისტრმა ყურადღება სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ცოდნის გამოყენების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) მიერ საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრარულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ექსპერტული ცოდნის გაზიარების, სავაჭრო ურთიერთობის, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების და აგრომეტეოროლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.


მინისტრის განცხადებით, ისრაელში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მნიშვნელოვანი რესურსი არსებობს.


ჰადას მეიცადის განცხადებით, საქართველო ისრაელის მეგობარი ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის დარგის ინტენსიური მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.