გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: დიფ სთეითის ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ

9-05-2025

დიფ სთეითის ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არ დააწესა სანქციები, მებრძოლი მოხალისეები არ გაგზავნა უკრაინაში, რასაც მოჰყვა ეს უსამართლობა.


„დიფ სთეითის ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ, 2022 წლიდან მოყოლებული, მინდა გაგახსენოთ, რა გავაკეთეთ - შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, 5000-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადეს ჩვენმა საჯარო მოსამსახურეებმა. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე და წელიწად-ნახევარი გაგრძელდა დამატებით ეს უსამართლობა. ამის შემდეგ კიდევ ერთი წელიწადი გაგრძელდა ეს უსამართლობა, რომელსაც არავითარი დასაბუთება არ ჰქონდა. სანქციები არ დავაწესეთ, მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ და ამას მოჰყვა ეს უსამართლობა. თქვენ შეგიძლიათ, მიიჩნიოთ, რომ ეს იყო დამთხვევა, თუმცა, ეს ბუნებრივია, არ იყო არავითარი დამთხვევა. დაიწყო უსამართლობა და ეს უსამართლობა გრძელდება", - განაცხადა პრემიერმა.