გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ქადაგიშვილმა დავით სონღულაშვილთან ერთად თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი შენობა დაათვალიერა

10-05-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, თელავში  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა დაათვალიერა.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კახეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული  სამმართველოს ახალი ოფისი გახსნა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ დეპარტამენტს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია გარემოსდაცვითი კონტროლის მიმართულებით. ისეთი საკითხები, როგორიცაა ხე-ტყის უკანონო მოპოვება, ბრაკონიერობა, სასარგებლო წიაღისეულისუკანონო მოპოვება... რა თქმა უნდა, ეფექტიან სახელმწიფო კონტროლს საჭიროებს. ახალი ოფისი ნიშნავს არა მხოლოდ ახალ შენობას, არამედ ახალ სამუშაო პირობებს, ახალ სტიმულს, ახალ მოტივაციას. დღეს ეს სამსახური აღჭურვილია ყველა იმ საჭირო ტექნიკური საშუალებებით, რაც თანამშრომლებს უადვილებს თავისი ფუნქციების შესრულებას და ზოგადად, ეფექტურს ხდის ამ დეპარტამენტს. ეს კი, რა თქმაუნდა, უმნიშვნელოვანესია კახეთის რეგიონისთვის“, - განაცხადა პარლამენტარმა ირაკლი ქადაგიშვილმა.