გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურიაში აღმზრდელ - მეთოდისტებისთვის “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” შესახებ ტრენინგი ჩატარდა

19-11-2018

გურიაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტერენინგები გაიმართა.

 

ტრენინგის ფარგლებში ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის ყველა საბავშვო ბაღის 100-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი გადამზადდა, რითაც გურიის რეგიონში სახელმძღვანელოს დანერგვა დასრულდა.

 

 

ტრენინგის მონაწილეებს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესაუბრა და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო საქმიანობაში დახმარება აღუთქვა.

 

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

 

გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის, კახეთისა და გურიის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.


pia.ge