გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა ბახტაძე: 600 000 მოქალაქე და მათი ოჯახი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება

19-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 600 000-ზე მეტი მოქალაქის დავალიანება, რომელთა რაოდენობა ჯამში მილიარდ-ნახევარ ლარს შეადგენს, განულდება.

მისივე განცხადებით, განულების პროცესი 31 დეკემბრამდე დასრულდება და მოქალაქეები ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდებიან.

ეს განცხადება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თთქმის 95% შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2 ათას ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელთა რაოდენობა ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ-ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდ-ნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე. 

ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 000 მოქალაქე და მათი ოჯახები ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.