გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

14-05-2025

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის ერთს ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის, მათ შორის განზრახ მკვლელობის და ნარკოტიკული დანაშაულებისთვის ძებნილებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.


დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.