გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

15-05-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  ფარგლებში,  იმერეთში, მაშველის სარწყავ სისტემაზე სამუშაოებს ატარებს.  სოფელ მუხიანის ტერიტორიაზე, გამანაწილებელი არხის 2 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება.


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების მუხიანისა და ფარცხანაყანევის  60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესებასთან ერთად,  დაახლოებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს.


საქართველოს მელიორაციამ  სარწყავ სისტემაზე ექსპლუატაციის ღონისძიებები  საკუთარი ძალებით მარტში დაიწყო და    დასრულების ეტაპზეა.