გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ დამატებით 4 წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი

15-05-2025

ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ დამატებით 4 წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება, ეს არის აბსოლუტურად რეალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნა 195 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, ეს გამოიწვია სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ.


„ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს სამომავლო წლებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საარჩევნო პროგრამაში ასახული იყო ამბიციური მიზანი ამ კუთხით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ დამატებით 4 წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება და ეს არის აბსოლუტურად რეალური. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შევუნარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი, ამ შემთხვევაში ეს მიზანი არის აბსოლუტურად მიღწევადი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.