გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16-05-2025

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში  მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებულს შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში  ჭრილობები  მიაყენა.  დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად  ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 14 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.