გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი: რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირულია მარცხისთვის, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

17-05-2025

თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს იმის გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგი გახარიას ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდანსწორედ და ამას ემსახურება მისი დღევანდელი პოსტი.


„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს იმის გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში და ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან. ამას ემსახურება ასეთი პოსტები. ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ მიიღონ ან არ მიიღონ მონაწილეობა. ასეც და ისეც, მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის განწირული მარცხისთვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს", - განაცხადა პრემიერმა.