გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სურსათის ეროვნული სააგენტოს თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

17-05-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.


სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ობიექტებზე ჩატარდა ინსპექტირება, რომელიც მოიცავს საწარმოო პროცესის და სურსათის უვნებლობის ისეთი მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმებას, როგორებიცაა: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ტემპერატურული რეჟიმი, სურსათის ეტიკეტირება და მომხმარებლის ინფორმირება. არც ერთ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.


სურსათის ეროვნული სააგენტო თევზს, როგორც მაღალი რისკის სურსათს ინტენსიურად ამოწმებს. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს არ შეიძინოს თევზი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები.


მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით თევზის სარეალიზაციო ობიექტებში 81 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა (77 ინსპექტირება, 3 დოკუმენტური, 1 ზედამხედველობა). შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა.