გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კრწანისში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

18-05-2025

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში, კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.


კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოად პერსონალის, სამხედრო საინჟინრო და კავშირგაბმულობის კაპიტნის საკარიერო კურსები 70 მსმენელმა გაიარა. მათ შეისწავლეს ქვედანაყოფის მართვის პროცედურები და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ასევე, მონაწილეობა მიიღეს ოფიცერთა და სერჟანტთა საკარიერო კურსების ერთობლივ სწავლებაში, რომლის ფარგლებში, მანევრის მიმართულების მსმენელებმა ასეულის მეთაურის რანგში დაგეგმვის პროცესი განახორციელეს.


კურსის განმავლობაში, ჩატარდა სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელშიც კაპიტნის კურსის და სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მსმენელები ერთობლივად მონაწილეობდნენ. მსმენელებმა სწავლების დაგეგმვის, მომზადებისა და აღსრულების ფაზებში აქტიურად გამოიყენეს ინტეგრირებული ტაქტიკური კომუნიკაციის პროგრამა - HC2Command.


კაპიტნის საკარიერო კურსი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს. კურსი მსმენელებში ავითარებს სამეთაურო უნა