გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 20 000 ლარი გადაეცემა

20-05-2025

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 24 თებერვალს დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა.


სტიქიური მოვლენის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს, სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა 20 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს.


ფულადი დახმარების მისაღებად, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა - შვილმა ან მეუღლემ განცხადება და საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში.


განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.