გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლსა და კახეთში მეწარმეებს და ფერმერებს შეხვდება

21-05-2025

დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში შპს „სმარტ ფიდის“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კომბინირებული საკვების საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნობა; სოფელ სართიჭალაში კომპანიის „Cadel Business“ ვაშლის ბაღებს დაათვალიერებს.


კახეთში, დედოფლისწყაროში დავით სონღულაშვილი  ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის მარცვლეულის საშრობ მეურნეობაში მეხორბლე ფერმერებს შეხვდება;  სოფელ გამარჯვებაში სახელმწიფო მხარდაჭერით  შექმნილ საკონსერვო საწარმოს „ჯეონატურალსი“  ესტუმრება, წარმოების პროცესს და სამომავლო გეგმებს გაეცნობა; სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, მესაქონლეობის ფერმაში (შპს „თეთრი ფერმა“)  იმ ფერმერებთან გამართავს შეხვედრას, რომლებიც დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მესაქონლეობის მიმართულებით საქმიანობენ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, კახეთის  მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე.