გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით საქართველოში ჩვენ ვაპირებთ ღონისძიებების გამართვას-TNT Executive DMC

21-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. Imex Frankfurt 2025-ზე მოლაპარაკებები გრძელდება წამყვან ევროპულ კომპანიებთან საქართველოში საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩასატარებლად. საქართველოში ღონისძიებების გამართვით უკვე დაინტერესდა კომპანია TNT Executive DMC.


„საქართველოში ჩვენ ვაპირებთ ღონისძიებების გამართვას, სწორედ ამიტომ ამ  გამოფენაზე, ჩვენ საქართველოს საკონვენციო ბიუროსთან და კომპანიებთან დავიწყეთ თანამშრომლობა, გვქონდა ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრა.  ჩვენ შევხვდით ქართულ კომპანიებს, მათთან გავცვალეთ  კონტაქტები თანამშრომლობისთვის. ჩვენ შესაძლოა თბილისში ან ქუთაისში დავგეგმოთ ღონისძიებები“-აცხადებს  TNT Executive DMC-ის წარმომადგენელი კოსტანტინოს არაკოვიტისი.

 

Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.