გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: მაკრონთან საუბრის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური

21-05-2025

ემანუელ მაკრონთან საუბრის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაკრონთან საუბრის დროს შეჯერება მოხდა აღქმებთან დაკავშირებით.


„საერთო აღქმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება პროცესები საქართველოში ეს შემიძლია ზოგადად გითხრათ. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი, ამის გახმოვანების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.