გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

IMEX-ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია-სასტუმრო ჰუალინგი

21-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.


Imex Frankfurt 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს.

 

„IMEX ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით საქმიანი ტურიზმის კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა.  MICE ტურიზმი ჩვენი სასტუმროსთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სეგმენტია და ძალიან მიხარია, რომ შეხვედრები შედგა უცხოურ კომპანიებთან,  სადაც ბიზნესმენები, ე.წ. ბაიერები და ვიზიტორები მონაწილეობდნენ“-განაცხადა სასტუმრო ჰუალინგის წარმომადგენელმა ნინო ასათიანმა.


Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.