| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
22-05-2025
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის STR global-ის მონაცემებით, 2025 წლის 4 თვეში, საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 43.1% შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.7%-ია.
2025 წლის იანვარი-აპრილში თვეში, თბილისში არსებული ბრენდირებული სასტუმროების 44.7% იყო დატვირთული, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ STR global-ის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში, საქართველოში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კუთხით, აპრილში დატვირთვის კოეფიციენტი 55 %-ს შეადგენს, რაც 9.3%-ით მეტია 2024 წლის აპრილთან შედარებით.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 60.4% შეადგინა, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდა 10.8%-ია.
2-03-2026