გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

23-05-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.


დაგეგმილია შეხვედრები ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ემანუელ სუბეირანთან (Dr. Emmanuelle Soubeyran), პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრთან, ჟოზე მანულე ფერნანდესთან (Mr. Jose Manuel Fernandes), ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის მინისტრთან, ლუის პლანას პუჩადესთან (Mr. Luis Planas Puchades).


მინისტრთან ერთად საფრანგეთში იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.