გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

კასპში, თეზი - ლამისყანის შემაერთებელი გზის ასფალტ/ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგების პროცესი მიმდინარეობს

24-05-2025

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.


მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე  საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად   თეზი - ლამისყანის შემაერთებელი გზის ასფალტ/ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგების პროცესს გაეცნო.


1 202 გრძივი მეტრი გზა, რომელსაც მშენებელი კომპანია  შპს „ჩაგელა” ახორციელებს  რეგიონის განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 


ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის განხორციელების შემდეგ აღნიშნული გზით მოსარგებლეები გადაადგილებას  კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.