გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენენ, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოხატავს

19-11-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ, კონკრეტულად ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა“.


მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რადგან ადამიანებს ახსოვთ ის, რასაც გამოხატავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალა ცრა წლის განმავლობაში.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ოპოზიციურ პარტიებს, კერძოდ, ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა“, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.