გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ალექსანდრე წულაძე სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26-05-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

ალექსანდრე წულაძე: „ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, დღეს, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე  ზეიმობს.

ჩვენთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა  ჩვენი საზოგადოების მთავარი საყრდენია. ეს არის დღე, რომელიც ყველა ჩვენგანს აერთიანებს და რომელიც უდიდესი მონაპოვარია.

 

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს.

 

საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ის იდეაა, რომელიც მუდმივად იყო ქართული სულისა და სულისკვეთების გამღვივებელი  და ეს მუდამ ასე იქნება.

 

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მუდმივი ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება, რასაც ჩვენი ხელისუფლება წარმატებით ართმევს თავს.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური წინსვლა. გვეცხოვროს  გაერთიანებულ,  თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში“.