გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

აშშ-ის საელჩო განმარტავს, რომ რობინ დანიგანი საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო - ღონისძიებაზე საელჩო თავდაცვის ატაშეთი იყო წარმოდგენილი

26-05-2025

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვის ატაშეთი იყო წარმოდგენილი.


ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა ელჩი რობინ დანიგანი.


,,კვირა” დაინტერესდა თუ რატომ არ დაესწრო ღონისძიებას ელჩი და აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოს დაუკავშირდა.

საელჩოში ამბობენ, რომ ელჩი საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც ღონისძიებას ვერ დაესწრო.